Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

HR ფორუმი

icon 29 თებ 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2016 წლის 29 თებერვალს, გაიმართა HR ფორუმი. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა (PDP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის (რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ) მხარდაჭერით.

 

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც, ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საერთო სასამართლოების სისტემისა და საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლები.

 

HR ფორუმი გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილეებთან ერთად განხილულ იქნა ბიუროს მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტები: "საჯარო მოხელეების სერტიფიცირების გავლის წესი, სტანდარტი და თემატიკა" და "საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები".

 

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და პარტნიორ ორგანიზაციებს (NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი) HR ფორუმის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია