ადამიანური რესურსების მართვა
ადამიანური რესურსების მართვა
HR ფორუმი
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 17-18 დეკემბერს გაიმართა HR ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფორუმზე განხილული იყო პროფესიული საჯარო მოხელის უწყვეტი სწავლების სისტემასთან და შეფასების სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, კერძოდ, პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის სწავლების საჭიროებების გამოვლენის წესები, ტრენინგების დაგეგმვის შესაძლებლობები და ვადები.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისათვის.
გამოგადგათ ინფორმაცია
მსგავსი გვერდები
ადამიანური რესურსების მართვა
ადამიანური რესურსების მართვა