HR ფორუმი
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით 30 მაისს გაიმართა HR ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნა ბიუროს მიერ შემუშავებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები: საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი; პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები; პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები.
აღნიშნული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებთან.