Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

HR ფორუმზე საჯარო სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

icon 16 დეკ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და  NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართა მორიგი HR ფორუმი.

ფორუმზე განხილულ იქნა საჯარო სამსახურში რეორგანიზაციისა და მობილობის საკითხები. დისკუსია შეეხო ასევე ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებს.

ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სამინისტროების ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, ასევე თბილისის მერიის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლები.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია