Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

CSB ინოვაციურ პროექტს იწყებს „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“

icon 16 სექ 2019

საჯარო მოხელეებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები, მიიღონ შესაბამისი ცოდნა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, გაითავისონ საერთო ღირებულებები და შეიმუშავონ გუნდური მუშაობის პრინციპები.

საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იწყებს ახალ, ინოვაციურ პროექტს - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“. მსგავსი სახის პროექტი საქართველოში პირველად ჩატარდება და ის ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის ამაღლებას.

ამ მიზნით, ბიურო გეგმავს გამართოს მოხელეთა შეხვედრების ციკლი, რა დროსაც, თავისუფალ გარემოში, სხვადასხვა სფეროში ცნობილ სპეციალისტებთან ერთად, პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით წარიმართება დისკუსიები საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტიანად გადაჭრის შესაძლო გზებზე.

აღნიშნული შეხვედრების თემატური საკითხების შესამუშავებლად, დღეს, საჯარო სამსახურის ბიურომ და UNDP-მ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერების სახით უმასპინძლა ფოკუს ჯგუფს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

პროექტის გუნდმა შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს გააცნო პროექტის იდეა და კონცეფცია. შედეგად, საორიენტაციოდ განისაზღვრა ის აქტუალური თემები, რომელთა გარშემოც დაიგეგმება შეხვედრების ციკლი და სადაც ჩაერთვებიან ზემოხსენებულ უწყებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები. გამოკვეთილი საორიენტაციო თემატიკიდან, სამომავლოდ შეირჩევა ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი.

გამოგადგათ ინფორმაცია