Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

13 მარტიდან საჯარო სამსახურის ბიურო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

icon 12 მარ 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან საჯარო სამსახურის ბიურო გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე.

დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას. შესაბამისად, ბიუროს სატელეფონო ცხელი ხაზი და კანცელარია განაგრძობენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი თანამშრომელი, ვალდებულია გამოცხადდეს ბიუროში მოთხოვნისთანავე.

კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, გადაიდო ყველა შეხვედრა, მივლინება, თუ სხვა სახის ღონისძიებები.

დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში მუშაობა ბიუროს საქმიანობის უწყვეტობას აფერხებს.

გამოგადგათ ინფორმაცია