Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„ცოდნის გაცვლის კამპანია“ - საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შეხვედრები

icon 08 მარ 2012

მიმდინარე წლის 6–7 მარტს ,,ცოდნის გაცვლის კამპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებელი შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კამპანიის მონაწილე სახელმწიფო უწყებებს შორის, ადამიანური რესურსების მართვის წინასწარ განსაზღვრულ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ორდღიან ღონისძიებას სამუშაო შეხვედრების ხასიათი ჰქონდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კამპანიის მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები (ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები), ასევე საერთაშორისო ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან და ლიტვიდან.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ადგილობრივ დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას. ამის შემდგომ, საერთაშორისო ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს შესაბამის პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს, რასაც მოჰყვა დისკუსია და კითხვა–პასუხი, მონაწილეებისთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ცოდნის გაცვლის კამპანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანია მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებას, პროფესიული კავშირების დამყარებისა და ადგილობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

გამოგადგათ ინფორმაცია