Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

შეხვედრა „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებთან

icon 25 ივლ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფონდის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შედგა, რა დროსაც ბიუროს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდა ფონდის საქმიანობისა და მისი შედეგების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბიურო აქტიურად თანამშრომლობს „სოლიდარობის ფონდთან“, სადაც თანამშრომელთა ხელფასებიდან ყოველთვიურად ნებაყოფლობით ირიცხება თანხა.

მსგავსი შეხვედრების მიზანს საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენება და "სოლიდარობის ფონდის" მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა წარმოადგენს.

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, რომლის მიზანსაც 22 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება წარმოადგენს.

გამოგადგათ ინფორმაცია