Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა საჯარო სამსახურში სერტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით

icon 27 თებ 2017

2017 წლის 24 თებერვალს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა შეხვედრა საჯარო სამსახურში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმების მსურველთა ცოდნისა და უნარების შემოწმებას. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ, სერტიფიცირებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი კანდიდატები. ბიუროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს სერტიფიცირების სისტემის მომზადების მიზნით განხორციელებული აქტივობები.

შეხვედრა განხორციელდა სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს UK aid-ის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული ტრენინგ ცენტრების წარმომადგენლებმა.

გამოგადგათ ინფორმაცია