Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

შეხვედრა საჯარო მმართველობის რეგიონული სკოლის წარმომადგენლებთან

icon 23 ივლ 2018

მიმდინარე წლის 20 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროში გაიმართა შეხვედრა საჯარო მმართველობის რეგიონული სკოლის (ReSPA) წარმომადგენლებთან.

საჯარო მმართველობის რეგიონული სკოლა მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჯარო მმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. სკოლა წარმოადგენს ინოვაციურ რეგიონულ ჰაბს და ორიენტირებულია საჯარო მმართველობის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთანამშრომლობის პროგრამების განხორციელებაზე, ასევე, წევრი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის მომზადებაზე. ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ჩვენი ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრების შემოთავაზება, რაც, საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსხურის სფეროში თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას, ევროპული ინტეგრაციის პროცესში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების განვითარებას ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით..

გამოგადგათ ინფორმაცია