Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა თემაზე: დასაქმების ელექტრონული პორტალის განვითარების სტრატეგიის გაცნობა და ერთიანი საჯარო პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა

icon 31 ოქტ 2013
საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, 2013 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა თემაზე: „დასაქმების ელექტრონული პორტალის (www.hr.gov.ge) განვითარების სტრატეგიის გაცნობა და ერთიანი საჯარო პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა“.

შეხვედრა გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა მაკა კურტანიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების ადამიანური რესურსების მართის მენეჯერები, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები თემის ირგვლივ. შეხვედრაზე მოწვეულმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, ქალბატონმა თამარ ქალდანმა, როგორც ზოგადად, ასევე უშუალოდ პერსონალური მონაცემთა დაცვის კუთხით, გასცა რეკომენდაციები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის დასაქმების ელექტრონული პორტალის (www.hr.gov.ge) განვითარების სტრატეგიის გაცნობას. ასევე, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი უნიფიცირებული ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროგრამა შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მინიმალური სტანდარტის მიხედვით, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით შეიქმნა და 2012 წლის 20 თებერვალს N57 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ზემოაღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელებას.

საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მუშაობას სახელმიფო უწყებების ადამიანური რესურსების მართის კუთხით და მომავალშიც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს საჯარო სამსახურში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას.

გამოგადგათ ინფორმაცია