Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

შემუშავდება თანამდებობრივი სარგოების დანამატებისა და პრემიების ერთიანი წესი

icon 19 მაი 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა "თანამდებობრივი სარგოების დანამატებისა და პრემიების ერთიანი წესის" შემუშავება, რომელიც გავრცელდება ყველა თანამდებობის პირსა და საჯარო მოსამსახურეზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ გამართეს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღნიშნულმა უწყებებმა უნდა წარმოადგინონ ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა.

პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა განპირობებულია აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესით და მიზნად ისახავს გამჭვირვალე და სტანდარტიზებული სისტემის ჩამოყალიბებას. 

გამოგადგათ ინფორმაცია