Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საჯარო სამსახურის ბიუროს, პოლონეთის სოლიდარობის ფონდსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას შორის

icon 28 ოქტ 2022

2022 წლის 22 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, თეიმურაზ ჩიხრაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სოლიდარობის ფონდისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“.

კონფერენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ, პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა საქართველოში და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ  ხელი მოაწერეს სამმხრივ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მემორანდუმის გათვალისწინებით, ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (KSAP) განახორციელებს ლიდერობისა და მენეჯმენტის პროგრამას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის.

ლიდერობისა და მენეჯმენტის პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მდგრადობის გაზრდას, საქართველოში მათი ეფექტური ფუნქციონირებისა და მართვის ხელშეწყობას.

გამოგადგათ ინფორმაცია