Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგ კურსები უკრაინული და მოლდოვური მხარეებისთვის

icon 10 მაი 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, უკრაინელი და მოლდაველი პარტნიორებისთვის ტრენინგი გაიმართა.
GIZ - ის პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ ფარგლებში, საჯარო სამსახურის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებს ჩაუტარეს გადამზადებითი კურსი საჯარო მოხელეთა ეთიკისა და ღირებულებების საკითხებზე.

კონკრეტული შემთხვევებისა და მაგალითების, ასევე ტრეინერების მიერ წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტის გზით, ქართულმა მხარემ უცხოელ პარტნიორებს გაუზიარა თავისი გამოცდილება საჯარო სექტორში ეთიკისა და ღირებულებების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 4 დღიანი ტრენინგის დასკვნით ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიურო გადამზადების მოდელსა და ტრენინგის კურსებს უკრაინულ და მოლდოვურ მხარეებს გადასცემს, რათა შემდგომში პარტნიორებმა თავად განახორციელონ რეზიდენტ ქვეყნებში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხსენებული მიმართულებებით.

ტრენინგს, რომელიც 11 მაისს დასრულდება წინ უძღვოდა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა, რომელსაც მოდერატორობას საქართველოში GIZ-ის წარმომადგენელი და ბერლინის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის დირექტორი ვოლფგან შიროკი უწევდნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის ფარგლებში, დამსწრე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები და წარადგინეს პრეზენტაციები საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საჯარო სექტორებში არსებულ გამოწვევებზე.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები