Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ტრენინგი წარმატებული ადამიანების მართვის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროში

icon 31 ოქტ 2019

ნაყოფიერი და დატვირთული თვის ბოლო კვირას, საჯარო სამსახურის ბიურომ კიდევ ერთ ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც ორგანიზაციებში წარმატებული ადამიანების მართვას ეხებოდა.

კურსს აღნიშნული სფეროს ექსპერტი, ლიეტუველი ფსიქოლოგი გინტარე გრიგონე უძღვებოდა.

მსმენელებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ HR მენეჯმენტში ფსიქოლოგიურ ასპექტებს და პრაქტიკული მაგალითებით გაეგოთ ადამიანთა ჯგუფის ეფექტური და წარმატებული მართვის ელემენტები.

კურსის მიზანს ადამიანური ქცევისა და ბუნების უკეთ გაგება და ისეთი მმართველობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა, რომელიც აამაღლებს დაქვემდებარებულთა ეფექტურობასა და მოტივაციას. საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული მიმართულებით საზღვარგარეთ დანერგილ პრაქტიკას და გამოცდილებას.

29-31 ოქტომბერს გამართული ტრენინგები ასევე მოიცავდა კომუნიკაციის, მოტივაციის, უკუკავშირისა და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების საკითხებსაც.

ტრენინგი დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაძმობილების პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის.

გამოგადგათ ინფორმაცია