Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგი უწყებებში შიდა კომუნიკაციის შესახებ

icon 24 ოქტ 2019

მორიგი მნიშვნელოვანი ტრენინგი საჯარო სამსახურის ბიუროში ამ ჯერად უწყებებში შიდა კომუნიკაციის საკითხებზე შედგა. გასულ კვირას გამართული ტრენინგების მსგავსად, აღნიშნული 3-დღიანი პროგრამა, დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარეობს.

 

22-24 ოქტომბერს შემდგარ პროგრამას ლიეტუვას მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ექსპერტი კომუნიკაციების საკითხებში - ჟივილე ნავიჩკაიტე-ბაბკინა უძღვებოდა.

 

მსმენელები გაეცნენ ლეტუვასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას უწყებრივი შიდა კომუნიკაციის მიმართულებით და პრაქტიკული დავალებების საშუალებით განსაზღვრეს შესაძლო არხები, სამიზნე აუდიტორიები, საბოლოო მიზნები და ეფექტური კომუნიკაციის გზები.

 

აღნიშნული ტრენინგი ემსახურებოდა საჯარო სამსახურის ბიუროში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დახვეწას, რაც უფრო ეფექტურს გახდის ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობას.

 

ტრენინგი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა. დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის და მას ევროკავშირი აფინანსებს.

გამოგადგათ ინფორმაცია