Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგი ტრენერებისთვის

icon 31 იან 2020

28-31 იანვარს, ნატოს სამოკავშირეო ოფისში, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, გაიმართა ტრენერთა ტრენინგის პირველი 4 დღიანი სესია, რომელიც საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს ეხებოდა.

ტრენინგებისას მსმენელები გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა, დაგეგმვა, აღნიშნული მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ეფექტური გზები. კურსებს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უცხოელი ექსპერტები მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ 2 სესიას უმასპინძლებენ, რა დროსაც მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: საჯარო სამსახურში მიღება, ადაპტაცია (მენტორინგი) და სამსახურიდან გათავისუფლება, მოხელის შესრულებული სამუშაოს შეფასება, სწავლება და სწავლების საჭიროებების შეფასება, პროფესიული ეთიკა, კორუფციის პრევენცია, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და სხვა.

საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია