Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ტრენინგი თემაზე - „მოხელის სწავლებისა და განვითარების საჭიროებების გამოვლენა“

icon 28 მარ 2017

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) მხარდაჭერით, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენელთათვის, ჩატარდა ტრენინგი - "მოხელის სწავლებისა და განვითარების საჭიროებების გამოვლენა."

 

ტრენინგი გულისხმობდა მონაწილეთა მომზადებას თანამშრომლის განვითარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების მიმართულებით. ასევე, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებთან ერთად საჯარო დაწესებულების მენეჯერებისთვის შემუშავდა სასწავლო მოდული და მოხდა კომპეტენციების ჩარჩოს განახლება.

 

ტრენინგი წარმოადგენს მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემასთან დაკავშირებული სასწავლო ციკლის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც გადამზადებული ტრენერები, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის წარმატებით დანერგვის მიზნით, თავად ჩაატარებენ ტრენინგს საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია