Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ტრენინგი ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

icon 04 ივლ 2013

საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის პროგრამის ,,ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში’’ ორგანიზებით მიმდინარეობს ტრენინგი ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგის გახსნას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელექტრონული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ფილიპ ბერნარდი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი და ,,ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში’’ პროექტის ხელმძღვანელი - კოსტას დრაკასი. მათ სიტყვით მიმართეს მონაწილეებს და ისაუბრეს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებული ტრენინგების მნიშვნელობაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს საჯარო სამსახურში ელექტრონული მმართველობის დანერგვა–განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და საჯარო სამსახურის სფეროში ელექტრონული მმართველობის რამდენიმე წარმატებულ პროექტს ახორციელებს: საჯარო სამსახურში კონკურსების ვებ–პლატფორმა (www.hr.gov.ge); თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge).

ტრენინგს უძღვებიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ელექტრონული მმართველობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
• ეთიკა ელექტრონულ მმართველობაში და პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
• ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის ფორმულირება და პროექტების მართვა;
• ინფორმაციის თავისუფლება და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 150 საჯარო მოსამსახურის გადამზადება. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო სამსახურს და ხელს შეუწყობს საქართველოში ეფექტური ელექტრონული მმართველობის დანერგვას.

გამოგადგათ ინფორმაცია