ადამიანური რესურსების მართვა
ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენელთათვის
მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, ქ. ბათუმში, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლებს, ჩაუტარდათ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული პროექტების გაცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენელთათვის.
ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP).
გამოგადგათ ინფორმაცია