ადამიანური რესურსების მართვა
ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შესახებ
2016 წლის 4-6 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემასთან დაკავშირებით ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენელებისათვის. ტრენინგს კვლავაც საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტი უძღვებოდა, ტრენინგის ამ ეტაპზე უფრო მეტი ყურადღება შესრულებული სამუშაოს მეთოდოლოგიას და ქოუჩინს დაეთმო. შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის წარმატებით დანერგვის მიზნით, გადამზადებული ტრენერები 2016 წლის მანძილზე თავად ჩაატარებენ ტრენინგს საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისათვის.
გამოგადგათ ინფორმაცია