Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

სწავლების ფორუმი

icon 06 ივნ 2018

მიმდინარე წლის 4 და 5 ივნისს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით გაიმართა პროფესიული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელთა ფორუმი.

 

ფორუმებში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ განვითარებაზე მომუშავე ტრენინგ ცენტრებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლებმა. ფორუმის განმავლობაში განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესი, პროფესიული განვითარების სტანდარტი და წესი“ და დადგენილების ამოქმედბასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

სსიპ - საჯარო სამასხურის ბიურო მადლობას უხდის ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია