სტუდენტური კონფერენცია თემაზე „მომავალი საჯარო სამსახური“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრმა და საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო სამსახურის რეფორმის 5 წლის იუბილეს ფარგლებში, ერთობლივ კონფერენციას „მომავალი საჯარო სამსახური“ უმასპინძლეს.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო გვენეტაძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ქარდავამ ყურადღება საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში სტუდენტების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა. მან მზადყოფნა გამოხატა მომავალში მსგავს აქტივობებში საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობის შესახებ.
გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართა 5 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია. ნაშრომები საჯარო სამსახურის ირგვლივ არსებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა, როგორიცაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, მისი მომავალი, ამ მიმართლებით არსებული გამოწვევები და მათი გადაწყევტის გზები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და მოქალაქეთა როლი საჯარო სამსახურის განვითარებაში.
გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.