Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს ბიუროს ლოგოსა და სლოგანის შექმნაზე

icon 05 მაი 2014

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ლოგოს და სლოგანის შექმნის საკონკურსო მოთხოვნები

შინაარსობრივად ლოგო და სლოგანი უნდა ასახავდეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას (შინაარსი იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე www.csb.gov.ge, ,,ჩვენს შესახებ”), უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური, ბრენდირებული (ლოგო და სლოგანი მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე, მაგალითად: სავიზიტო ბარათზე, კალამზე, ვებ-გვერდზე და ა.შ.), ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა სლოგანებს ან ლოგოებს, არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს, უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე (სულ მცირე 2X2სმ), ასევე ფართო მასშტაბით.
ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო და სლოგანი უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით.


თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ (EPS) და PSD ფორმატში, ფერი უნდა იყოს CMYK.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობა გამოავლენს ბიუროს ლოგოს და სლოგანის საუკეთესო ნამუშევრებს.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭება წარმოდგენილ ლოგოსა და სლოგანის მოდელთა მაქსიმალურ სინთეზს, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს მათი ცალ-ცალკე არჩევაც. აღნიშნულ შემთხვევაში, კონკურსის საგნის ღირებულება თანაბრად გაიყოფა გამარჯვებულ მონაწილეებს შორის.



წარდგენილი მასალა ხდება საჯარო სამსახურის ბიუროს საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიუროს ნებისმიერი მიზნებისათვის.

კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  1. დასკანირებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც;
  2. ლოგოს და სლოგანის JPEG და PNG ბრენდირებული ფაილები;
  3. საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 30 მაისი, 18:00 საათი, დაგვიანებით წარმოდგენილი შეთავაზებები არ განიხილება. კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: civilservicebureau@gmail.com დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 598 98 09 07.
გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
კონკურსის საგნის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარს.

გამოგადგათ ინფორმაცია