საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტში
მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა.
სამიტის ფარგლებში, 19 ივლისს, გაიმართა სესია თემაზე „ღია მონაცემების გამოქვეყნება და გამოყენება საჯარო ანგარიშვალდებულების გაძლიერებისთვის“, სადაც მონაწილეობა მიიღეს „კეთილსინდისიერების კავშირის“ პლატფორმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ეკატერინე ქარდავა, რომელმაც ისაუბრა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასა და მის როლზე ქვეყანაში ღია მმართველობის ხელშეწყობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით.
სამიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროსა და რუმინეთის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლური ურთიერთობის გაძლიერება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.