სემინარი თემაზე „საჯარო სამსახურის შესახებ კანონქვემდებარე აქტების შეფასება და საჯარო მმართველობის პრინციპებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა“
სემინარი თემაზე „საჯარო სამსახურის შესახებ კანონქვემდებარე აქტების შეფასება და საჯარო მმართველობის პრინციპებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა“ გაიმართა ნატოს სამოკავშირეო ოფისში.
ღონისძიება საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
სემინარს, ლიეტუველი ექსპერტები წარუძღვნენ და მასში სხვადასხვა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანს ევროპელი ექსპერტების მხრიდან გამოცდილების გაზიარება და ქართული პრაქტიკის შეფასება წარმოადგენდა.
სემინარზე მონაწილეებს წარუდგინეს ლიეტუველი ექსპერტების მიერ ჩატარებული შეფასება, რომელიც საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემას, მოხელეთა საქმიანობის შეფასებას, მობილობასა და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას ინტერაქციული სახე ჰქონდა და ის დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.