საჯარო სამსახურის რეფორმა
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან
2015 წლის 22 ივნისს გაიმართა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ მონაწილეებს დეტალურად გააცნო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შინაარსი და მასთან დაკავშირებული ყველა სიახლე.
შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაეზიარებინათ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის.
ღონისძიება NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით გაიმართა.
გამოგადგათ ინფორმაცია