„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან
2015 წლის 20 ივნისს საჯარო სამსახურის ბიურომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონპროექტის ძირითადი ასპექტები და ცვლილებები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით.
ახალი კანონი მიზანად ისახავს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებასა და მისი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.
ღონისძიება USAID-ის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) მხარდაჭერით გაიმართა.