საჯარო სამსახურის რეფორმა
საჯარო სამსახურის ბიურო 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა
2015 წლის 11 დეკემბერს, პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ს შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, ბიურო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს და ფონდს „ღია საზოგადოება-საქართველო“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ზემოაღნიშნული პროექტი.
გამოგადგათ ინფორმაცია