Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით საუკეთესოა

icon 12 აპრ 2012

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურო 2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა. პროექტის ინიციატორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იყო. ცერემონიალზე ჯილდოები და სერთიფიკატები გადაეცათ პროექტის ფარგლებში გამოვლენილ ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო უწყებებს.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა ორ ძირითად პრინციპს – საჯაროობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას ემყარებოდეს“– განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა. საჯარო სამსახურის ბიურო უკვე ორ წელიწადზე მეტია ახორციელებს ელექტრონული საჯარო სერვისების უზრუნველყოფას, მათ შორის არის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge ), რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად გაეცნოს თანამდებობის პირის ქონებრივ მდგომარეობას. ასევე, საჯარო სამსახურში დასაქმების ელექტრონული პორტალი www.hr.gov.ge, რაც სრულიად ღიას და საჯაროს ხდის საჯარო სექტორში დასაქმების პროცესს.


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო მუდმივად ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც აპირებს განაგრძოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) აქტიური თანამშრომლობა.

გამოგადგათ ინფორმაცია