შეხვედრა შშმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმების თაობაზე
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროში გაიმართა შეხვედრა ა(ა)იპ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხი საჯარო სამსახურში. მხარეებმა იმსჯელეს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებზე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს შშმ პირების დასაქმების საკითხის მნიშვნელობას და აქტუალობას, ბიუროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მზაობა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისთვის და აღნიშნული მიმართულებით საჯარო დაწესებულებებში არსებული სიტუაციისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და ა(ა)იპ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს თანამშრომლობა წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს საჯარო სამსახურის საქართველოს მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.