Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის ბიურომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

icon 20 მარ 2015

2015 წლის 18 მარტს, საჯარო სამსახურის ბიურომ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა. მათ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ქალბატონი ეკატერინე ქარდავა შეხვდა.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ბიუროს უფროსმა საჯარო სამსახურში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის შესახებ ისაუბრა. ასევე, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამამ დაიმსახურა.

საჯარო სამსახურის ბიურო ყოველთვის მზად არის ახალგაზრდა თაობასთან თანამშრომლობისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია