ადამიანური რესურსების მართვა
საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების შეხვედრა/სემინარი
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ხუთშაბათს, 14 აპრილს, სასტუმრო Courtyard Marriott-ში, საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი საჯარო სამსახურებში ადამიანური რესურსების მართვის არსებული სისტემებისა და ელექტრონული მოდელების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. შეხვედრას სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ.
საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარების ხედვა წარმოადგინა და ამ მიმართულებით მომავალში განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრა.
სამინისტროების ადამინური რესურსების მართვის მენეჯერებმა წარმოადგინეს მოხსენებები საკუთარ უწყებაში მოქმედი ადამიანური რესურსების მართვის შემდეგი კომპონენტების შესახებ:
• ელექტრონული სისტემები
• სამუშაო არწერილობები
• სამოტივაციო სისტემები
• შეფასების სისტემები
• შერჩევის პროცედურები
• ტრენინგები
მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ძირითადი პრობლემები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგემები.
შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამისა და საჯარო სამსახურის ბიუროს დასაქმების პორტალის HR.gov.ge, სამუშაო ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო სამინისტროებში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებული ძირითადი საჭიროებების გამოვლენას რაც თავის მხრივ ამ მიმართულებით ერთიანი ეფექტური სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.
საჯარო სამსახურებში ძირითად საჭიროებად გამოიკვეთა, ელექტრონული პროგრამის შემუშავება, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა. შეხვედრაზე შედგა შეტანხმება სამომავლო აქტივობების შესახებ. საჯარო სამსახურის ბიურო მსგავს შეხვედრებს გამოხდილების გაზიარებისა და საჭიროებების შეფასების მიზნით მომავალშიც გამართავს.
ადამინური რესურსების მენეჯერების შეხვედრის შესახებ დამატებილთი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შემდეგი თანდართული დოკუმენტები:
• შეხვედრის დღის წესრიგი და მონაწილე საჯარო სტრუქრურები
• მომხსნებელტა პრეზენტაციები
• საჭიროებების შეფასების კითხვარი
• საჯარო სამსახურის ბიუროს დასაქმების პორტალზე ვაკანსიის გამოსაცხადებლად შესავსები ფორმა

იხილეთ მიმაგრებული ფაილი
ფაილები
HR მენეჯერების სამუშაო შეხვედრა
HR მენეჯერების სამუშაო შეხვედრა
გამოგადგათ ინფორმაცია