საჯარო მოხელეთა ფორუმი - პიროვნება და თავისუფლება
25 მარტს საჯარო მოხელეთა მორიგი ფორუმი ჩატარდა.
ფორუმის ფარგლებში ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 200-მდე მონაწილე შეიკრიბა.
ფორუმს ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან გიგინეიშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოხელეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ მოსაზრებები და ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე:
- თავისუფლება და თავისუფალი არჩევანი
- პიროვნების თავისუფლება
- ცოდნის ძალა და მისი გავლენა პიროვნებებზე
- რელიგიისა და სწავლებების გავლენა ადამიანსა და მის თავისუფლებაზე
- ადამიანის დამოკიდებულება ჭეშმარიტებასთან
- კავშირი წესების შესრულებასა და თავისუფლებას შორის
- პიროვნების თავისუფლება თანამედროვე რეალობაში
შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის ნაწილში და გამოთქვეს მოსაზრებები ფორუმის ფარგლებში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში“ - ფარგლებში.