Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეცხრამეტე შეხვედრა თემაზე „სტრესი და სტრესის მართვა“

icon 12 ოქტ 2020

12 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეთა კიდევ ერთ ფორუმს უმასპინძლა თემაზე - „სტრესი და სტრესის მართვა“. შეხვედრას პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ გაგოშიძე უძღვებოდა.

შეხვედრის დასაწყისში მომხსენებელმა მონაწილეებს განუმარტა სტრესი და სტრესორები და ისაუბრა სტრესის მართვაზე და მისი დაძლევის სტრატეგიებზე. ფორუმის ფარგლებში, ასევე, ყურადღება გამახვილდა სამუშაო სტრესის გამომწვევ ფაქტორებზე, მის შედეგებზე და ემოციური შრომის საკითხებზე. შეხვედრის დასკვნით ნაწილში სპიკერმა ისაუბრა სტრესის პრევენციასა და შემცირებაზე ორგანიზაციაში, ხოლო მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები და კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის.

შეხვედრის ბოლოს,  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმაეკატერინე ქარდავამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს ჩართულობისათვის და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ფორუმების ორგანიზებაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია