Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეოთხე შეხვედრა თემაზე – „პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსი"

icon 13 მაი 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 11 მაისს,  საჯარო მოხელეთა რიგით მეოთხე ფორუმს დისტანციურ რეჟიმში უმასპინძლა. ფორუმის თემას წარმოადგენდა „პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსი“ და მას ფსიქოლოგი ანა სიჭინავა უძღვებოდა. მსგავსად 24 აპრილს გამართული ფორუმისა, შეხვედრა ავტორიზებული პლატფორმის  მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით წარიმართა.

ტრადიციულად, ფორუმის მსმენელებს მისასალმებელი სიტყვით საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს აღნიშნული შეხვედრების მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა დღეს არსებულ ვითარებაში, საჯარო მოხელეთათვის დისტანციურ რეჟიმში პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსის შემუშავებასა და დაცვაზე.

ფორუმის მომხსენებელმა, მსმენელებთან ისაუბრა თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარების სწრაფ დინამიკაზე, სადაც ცხოვრების ტემპი აჩქარებულია და ხშირად რთულია მასთან ადაპტირება. ანა სიჭინავამ საჯარო მოხელეებს ის რეკომენდაციები და რჩევები მისცა, რომელიც მათ დაეხმარებათ სამსახურში თუ ოჯახში შინაგანი ბალანსის მიღწევაში, ჯანრთელობაზე ზრუნვასა და პროფესიულ  განვითარებაში.

საჯარო მოხელეთა  ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბერიდან ატარებს და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე 4 შეხვედრას უმასპინძლა აღნიშნული ფორმატით ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები