საჯარო მოხელეთა ფორუმი
2019 წელს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი, რომელიც მოხელეთა შორის ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმას წარმოადგენს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. საჯარო მოხელეთა ფორუმი დინამიური პლატფორმაა, რომელიც შექმნილია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის და წარმოადგენს სივრცეს არაფორმალური კომუნიკაციისა და ცოდნის გაზიარებისთვის.
ფორუმზე მომხსენებლებად მოწვეულები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მოხელეებს უზიარებენ მოსაზრებებს და განსხვავებულ პერსპექტივებს. ფორუმის შეხვედრები დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საჯარო მოხელეებს შორის შეხედულებების გაზიარებას, თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, მათი როლების გაძლიერებასა და ღირებულებების გააზრებას.
2019 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურომ 80 ფორუმს უმასპინძლა, რომლებსაც დაესწრო ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული 5000-ზე მეტი საჯარო მოხელე.
ვიდეო მომზადებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის მოქნილობის ხელშეწყობა ლიდერობის გაძლიერებისა და ქცევითი ცვლილებების მხარდაჭერის გზით“- ფარგლებში.