ზოგადი ინფორმაცია
საჯარო მოხელეთა რიგით მე-80 ფორუმი თემაზე: ფიქრის ფსიქოლოგია - ნეგატიური ფიქრების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში
26 აპრილს გაიმართა საჯარო მოხელეთა ფორუმი თემაზე: ფიქრის ფსიქოლოგია - ნეგატიური ფიქრების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფორუმს უძღვებოდა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნინო ჩალაძე.
შეხვედრას ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK International Development-ის მხარდაჭერით.
გამოგადგათ ინფორმაცია