Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო განხილვები საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთათვის

icon 27 ივლ 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით ჩატარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტების ექვსი საჯარო განხილვა სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს პარლამენტის, სასამართლოების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების დაწესებულებების, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა, საჯარო განხილვაში მონაწილეებს დეტალურად გააცნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა. საჯარო სამსახურის ბიურო იმსჯელებს საჯარო განხილვებზე გაჟღერებულ რეკომენდაციებზე და უახლოეს მომავალში საქართველოს დადგენილების პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

 

საჯარო განხილვების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისათვის საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და პარტნიორ ორგანიზაციებს: NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი და USAID-ის პროექტი "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI)).

გამოგადგათ ინფორმაცია