Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო განხილვა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის

icon 18 ივლ 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 18 ივლისს, ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, გაიმართა საჯარო განხილვა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ბიუროს მიერ შემუშავებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები.

 

აღნიშნული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია