Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს წარმომადგენელთათვის

icon 16 ივლ 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის პროექტ "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის" (GGI) მხარდაჭერით, 16 ივლისს, ქალაქ ქობულეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს წარმომადგენელთათვის, გაიმართა საჯარო განხილვა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ბიუროს მიერ შემუშავებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები.

 

საჯარო განხილვას უძღვებოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრე აუდიტორიას მიეცა მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. აღნიშნული პროექტების განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია