Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მესამე მოსმენით განიხილა

icon 01 ოქტ 2015

2015 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი მესამე მოსმენით განიხილა.

საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის გათვალისწინებით და მას საფუძვლად ის გამოწვევები დაედო, რაც დღეს საჯარო სამსახურის სისტემის წინაშე არსებობს.

საქართველოს კანონის პროექტით ზუსტად განიმარტა ის პრინციპები, რომლებზეც უნდა დამყარდეს შემდგომში საჯარო სამსახურის სისტემა. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დაფუძნებული საჯარო სამსახურისა და პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა კატეგორიებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის მკაფიო გამიჯვნა, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციური გაძლიერება რეფორმის იმპლემენტაციის პროცესის წარმატებისათვის, პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემოღება, გამართული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მერიტოკრატულ პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით და მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტის საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

გამოგადგათ ინფორმაცია