სამუშაო შეხვედრა SIGMA-ს ექსპერტებთან
2016 წლის 20-22 იანვარს, სასტუმრო რედისონში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებისა და SIGMA-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების სამსახური) ექსპერტების ჩართულობით, რომელიც მიზნად ისახავდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ბიუროს მიერ მომზადებული, კანონქვემდებარე აქტების პროექტების განხილვას და ამ მიმართულებით, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვას.
კანონი ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს, პრინციპებს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემების შექმნისათვის. ახალი კანონის გარდამავალი დებულებები ადგენს იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც უნდა მოხდეს კანონის ძალაში შესვლამდე.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა SIGMA-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების სამსახური) ფინანსური მხარდაჭერით.