Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

„სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში” პროექტის დახურვის ღონისძიება

icon 14 დეკ 2021

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გაიმართა პროექტის - “სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში” შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომებთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მრჩეველმა, რუსუდან აბულაშვილმა. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა პროექტის ხელმძღვანელმა, გვანცა ბესელიამ.

პროექტის ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს მეთოდური დახმარება გაუწიეს საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისათვის ჩატარდა ტრენინგები პროფესიული განვითარების საკითხებზე და შემუშავდა არაერთი დამხმარე დოკუმენტი, მათ შორის:

პრაქტიკული სახელმძღვანელო - პროფესიული განვითარების სისტემის მართვა;

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე მენტორები და ექსპერტი.

პროექტი განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში.

ფაილები
პროფესიული განვითარების სისტემის მართვა
პრაქტიკული სახელმძღვანელო
გამოგადგათ ინფორმაცია