Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

“სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში” პროექტის გახსნა

icon 01 ივლ 2021

2021 წლის 29 ივნისს გაიმართა სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში” პროექტის გახსნის ღონისძიება.

პროექტის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიული განვითარების მიდგომებთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიმართეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მრჩეველმა, რუსუდან აბულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა გვასალიამ.

პროექტის ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს მეთოდურ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ტრენინგი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები, ასევე მენტორები და ექსპერტი.

გამოგადგათ ინფორმაცია