Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობების ტრენინგი

icon 31 მაი 2016

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" დაფინანსებით დაიწყო სამუშაოს ანალიზისა და სამუშაოს აღწერილობების ტრენინგი სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის.

 

საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა სამუშაოს აღწერილობების სტანდარტული ფორმა, რომელიც დაინერგა ცენტრალურ საჯარო უწყებებში 2015 წელს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებში სამუშაოს აღწერილობების შემუშავება განხორციელდება 2016 წლის განმავლობაში.

 

ტრენინგის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა სამუშაოს აღწერის არსის, დანიშნულებისა და დოკუმენტის შექმნის ტექნიკის შესახებ.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული თითოეული პოზიციისათვის შეიქმნება სამუშაოს აღწერილობები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად და აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

გამოგადგათ ინფორმაცია