საჯარო სამსახურის რეფორმა
სამართლის და მენეჯმენტის სავალდებულო მოდულების პრეზენტაცია
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შეიმუშავა პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის სავალდებულო სამართლისა და მენეჯმენტის მოდულები.
მიმდინარე წლის 7 მარტს გაიმართა აღნიშნული სავალდებულო მოდულების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე სასწავლო ცენტრებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისათვის.
გამოგადგათ ინფორმაცია