Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

რეგიონული კონფერენცია თემაზე - „საჯარო სამსახურის რეფორმა: საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია”

icon 01 თებ 2016

2016 წლის 29 იანვარს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა რეგიონული კონფერენცია თემაზე - "საჯარო სამსახურის რეფორმა: საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია."

 

კონფერენცია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და დონორი ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელებმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოში საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

 

კონფერენცია დაეთმო საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესის აღწერას, კერძოდ, იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რის წინაშეც დგას საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. ამავდროულად, მოხდა საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების საჭიროებისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის განხილვა. ღონისძიების ფარგლებში, გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების გამოცდილება და გაიმართა დისკუსიები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოეულმა სტუმრებმა, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

 

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია