Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული განვითარების ფორუმი

icon 25 მარ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა პროფესიული განვითარების მორიგი ფორუმი.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ განვითარებაზე მომუშავე ტრენინგ ცენტრებმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტები და ინდიკატორები, ტრენინგ ცენტრების მიერ შესავსები და ცენტრის მიერ დამტკიცებული თვითშეფასების ფორმა და „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო რეგულარულად მართავს მსგავსი სახის შეხვედრებს.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის.


სსიპ - საჯარო სამსახურის ბურო

გამოგადგათ ინფორმაცია