Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვა

icon 10 მაი 2023

 

2023 წლის 3, 4 და 5 მაისს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე” მხარდაჭერით,   მუნიციპალიტეტების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევის საკითხებზე.

სამდღიან ტრენინგს ესწრებოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი 11 პირი.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვისთვის საჭირო მეთოდებს. ასევე, პროფესიული განვითარებისა და საჭიროების კვლევის კონცეფციებს.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აგრძელებს მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

გამოგადგათ ინფორმაცია